LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით – ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ: პაატა იმნაძე

116
იმნაძე-პაატა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში „ომიკრონის“ შესახებ საუბრობს. მისი განმარტებით, ვირუსის ახალ შტამს „არ უნდა გავუშინაურდეთ და უფროსი ასაკის ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“.

მისი თქმით, „ომიკრონი“ ახალგაზრდა ადამიანებსა და ვაქცინირებულებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა კვლევების მიხედვით, ეს შტამი „უჯრედულ იმუნიტეტის სისტემას ურტყამს, რამაც შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს“.

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნის შესაძლებლობა, იმნაძე ამბობს, რომ ამის ალბათობა დაბალია.

„საქართველოში ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი დიდი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პოპულაცია საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ახალი მუტაცია წარმოიშვას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა დაბალია. მთავარია, რომ აცრილები ვიყოთ, რათა კორონამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოგვაყენოს და რაც მთავარია, მივაღწიოთ იმ პერიოდამდე, როდესაც ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება ანტივირუსული საშუალებები. ახალიც უკვე იქმნება და კიდევ მიდის მუშაობა. მთავარია, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები