LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში სულ მცირე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა: გაერო

43
უკრაინა ომი

გაეროს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში სულ მცირე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ცნობით, რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია, რადგან მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია.

გაეროს მონაცემებით, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 9 634-ია.

ომს სულ მცირე, 397 ბავშვი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები