LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყებიდან უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა: რადას თავმჯდომარის მოადგილე

62
Untitled design (2)

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში უკვე მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა.

ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ოლეკსანდრ კორნიენკო სოციალურ ქსელში წერს.

“ჟურნალისტების დღე უკრაინაში. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას.

სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას იცავს საინფორმაციო ფრონტზე. გმადლობთ მუშაობისთვის”, – აღნიშნულია კორნიენკოს “ტვიტში”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში