LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ონელობა 2022“ ზურა ბაკურაძის ხსოვნას მიეძღვნება

397
ზურა ბაკურაძე

9 სექტემბერს ონში, სახალხო დღესასწაული „ონელობა 2022“ გაიმართება. ღონისძიება მიეძღვნება ყველასათვის საყვარელი მომღერლის, ზურა ბაკურაძის ხსოვნას.

გთავაზობთ ღონისძიების ოფიციალურ პროგრამას:

14.00 საათი – კონცერტი

ონის, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ანსამბლები.

16.30 საათი

„ონელობა 2022“ ოფიციალური ნაწილის გახსნა.

საპატიო ონელების არჩევა. ღვაწლმოსილი ონელების, მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება.

17.00 საათი

ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული ლოკაციების გაცნობა, არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება, ადგილობრივი კულინარიის დაგემოვნება.

18.45 საათი

ბრენდირებული ბუშტების გაშვება

19.00 საათი- გალა კონცერტი „შქმერის მთა გადავიარე“.

მონაწილეობენ ზურა ბაკურაძის მეგობრები:

ანსამბლი “ქართული ხმები”

ანსამბლი “რუსთავი”

თეატრალურის კვარტეტი

აჩიკო ნიჟანარაძე

ქეთი გაბისიანი

კახა მიქიაშვილი

„ალილო”

სალომე ბაკურაძე

გიორგი სუხიტაშვილი

ფორტე

ანუკი ცქვიტინიძე,გელა დონაძე

მარიკა ქაცარავა

21.00 საათი

ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

ღონისძიების ორგანიზატორი გოჩა ენუქიძე მადლობას უხდის ონის მუნიციპალიტეტის მერიას ამ დღის ორგანიზებისთვის და ასევე ზურა ბაკურაძის მეგობრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები