LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სწავლება არ ამართლებს: გაერო ქვეყნებს მოუწოდებს სკოლები გახსნან

5561
AP20176158522742

ივლისის შუა რიცხვებში, სკოლები დაიხურა მსოფლიოს 160 ქვეყანაში, რაც გავლენას ახდენს 1 მილიარდზე მეტ სტუდენტზე, განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.

მათივე ცნობით, 40 მილიონზე მეტმა ბავშვა გამოტოვა ვერ მიიღო სკოლის განათლება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გაეროს უფროსმა ანტონიო გუთარესმა მკაცრი გაფრთხილების შემცველი წერილი გამაქვეყნა, რომ კორონავირუსული პანდემიით, ბავშვთა განათლებასთან დაკავშირებულმა დარღვევამ შეიძლება “თაობის კატასტროფა” გამოიწვიოს.

“ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროა. გადაწყვეტილება, რომლებსაც მთავრობა და მშობლები მიიღებენ, ასეულობით მილიონ ახალგაზრდაზე იმოქმედებს, და გავლენა ექნება ქვეყნების განვითარების პერსპექტივებზე მომავალ ათწლეულებში

იმის მიუხედავად, რომ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, მასწავლებლები ცდილობენ მაქსიმალურად მოერგონ პროცესს, მშობლებიც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ბევრი მაინც არ არის ჩართული ამ ყველაფერში. პანდემიამ კიდევ უფრო ხაზი გაუვა უთანასწორობას დაბალ სოციალურ ფენებთან, ლტოლვილებთან, დევნილებთან, რომლებსაც განათლების მიღების ისედაც დაბალი შანსი აქვს,” – განაცხადა ანტონიო გუთარესმა მის ვიდეომიმართვაში.

გაეროს უფროსმა მოუწოდა მთავრობებს, გაზარდონ თავიანთი ხარჯები განათლებაზე და მაქსიმალური უსაფრთხოებით, რაც შეიძლება მალე გახსნან სკოლები. ასევე, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელმა შეძლოს წვდომა საგანმანათლებლო სერვისებთან.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გერმანიაა, სადაც სკოლები კოვიდ-19-ის პირობებში გაიხსნა. გერმანია პარალელურად ვირუსის მეორე ტალღას ებრძვის. სკოლები ასევე იხსნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გაეროს ცნობით, ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, 250 მილიონი ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში, საშუალო სკოლის მხოლოდ მეოთხედი ტოვებდა სკოლას ძირითადი უნარებით.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები