LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

234
-კასკადი-1-1523097836

„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“,-ამ მოთხოვნით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მდინარე რიონზე ჰესების კასკადის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.

ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი საფრთხეს უქმნის რაჭას და კომპანიას სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ მისცემენ.

აქციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მართავენ, მათ შორის არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „მწვანე ალტერნატივა“, „ენერგოეფექტურობის ფონდი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

აქციას შეუერთდნენ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.

ამასთან, მოძრაობა “არა ონის კასკადმა” სარჩელით უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები