LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ისევ არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადება: არჩილ თალაკვაძე

55
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ისევ არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადება.

ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას თალაკვაძემ აღნიშნა, რომ უცნობია რა არის ოპოზიციის საარჩევნო პროგრამა, მათ დააგვიანეს კანდიდატების წარდგენა და საზოგადოებასთან შეხვედრები არცერთ ფორმატში პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.

„პრაქტიკულად მთელს საქართველოში უცნობია თუ რა არის მათი საარჩევნო პროგრამა. ხშირ შემთხვევაში მათ დააგვიანეს კანდიდატების წარდგენა და საზოგადოებასთან შეხვედრები არცერთ ფორმატში პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ისევ არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

პოპულალურები