LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძეს ასახელებს

106
ირაკლი კუპრაძე

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. საკრებულოს შენობაში დილიდან შეკრებილი არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი დეპუტატები, თუმცა სხდომაზე არ მისულან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„ჩვენი შეფასება მარტივია, დღეს „ქართული ოცნება“ ბათუმელებს ბოიკოტს უცხადებს. ეს არის გუნდი, რომელსაც სჭირდება კრიზისი. პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ ეკისრება“, – განაცხადა პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.

ოპოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობას.

ოპოზიცია თავმჯდომარეობის კანდიდატად პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის დასახელებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები