LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ცესკო-ს კანდიდატის დამტკიცებაში არ მონაწილეობს და ამას უნდობლობით ხსნის, მმართველი გუნდი კი, გადაწყვეტილებას დესტრუქციად აფასებს

28
226592827-1494820314209680-4682236837031802792-n

ოპოზიცია ცესკო-ს კანდიდატის დამტკიცებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპარლამენტო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ გადაწყვეტილებას წარდგენილი კანდიდატისადმი უნდობლობით ხსნის. მმართველი გუნდი კი, ოპოზიციის ამ შეფასებას დესტრუქციის მოწყობად აფასებს. „ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას გაურბის და კენჭისყრაში მონაწილეობას ამიტომ არ იღებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, საარჩევნო რეფორმასა და ცესკოს ადმინისტრაციას ჩრდილი მიაყენოს.

„ეს განპირობებულია დამარცხების შიშით და შემდგომში იქმნიან თავის მართლების საფუძველს, რომ თავის ამომრჩეველს უთხრან – ამიტომ ვერ გავიმარჯვეთ. ხდება არჩევნების წინასწარი დისკრედიტაციის მცდელობა და მეორე მიზეზი არის ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ბანაკს, არ აღმოაჩნდა ელემენტარული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო.

ის პასუხისმგებლობა, რაც ოპოზიციას ნებისმიერ დემოკრატიაში ეკუთვნის. შესაბამისად, ეს ორი მიზეზია, რისთვისაც ისინი დღეს სხდომაში მონაწილეობას არ იღებენ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატ, თამარ კორძაიას შეფასებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ნამდვილად ვერავის ნდობას ვერ იმსახურებს.

„ამასთან, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ახლა ჩვენ ქვეყანაშია, ნებისმიერი თავმჯდომარე, რომელიც ცესკოს ეყოლება, იქნება უსუსური და უუნარო, ამიტომაც ერთხელ და ორჯერ მას ხმა არ მივეცით. „ქართული ოცნება“ მაინც იმას გააკეთებს, რაც უნდა და დაარღვევს იმ შეთანხმებას, რომლის ანულირებაც უკვე მოახდინა,“– განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს 6 თვის ვადით აირჩევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები