LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ხელისუფლებას დროს 16 დეკემბრამდე აძლევს

47465016_2235994556683527_4959428831527043072_n

ოპოზიცია ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. სწორედ ამ დრომდე დაიშლება დღეს შეკრებილი საპროტესტო აქცია.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე იშლებიან.

„ამ ერთხელ კიდევ ვუჩვენოთ სახელმწიფოებრივი მიდგომა ჩვენს ოპონენტებს. დღეს დავიშალოთ და შევიკრიბოთ 16 დეკემბერს,“ – ასე მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ.

აქციის დასრულებამდე მონაწილეებს ზაალ უდუმაშვილმაც მიმართა. მისი თქმით, ქურდ ივანიშვილს არჩევნების მოპარვის უფლება არ უნდა მიეცეს.

„ეს იყო დანაშაული ქართველების წინაშე, რომელსაც არ შევეგუებით. ჩვენ არ მოვაპარინებთ ქურდ ივანიშვილის ქართველი ხალხის არჩევანს. არჩევნები ჩაატარა პოლიციასთან შეკრულმა კრიმინალმა. ამის მომსწრე არ ვყოფილვართ. ჩვენ გვყავს სამარცხვინო, დამნაშავე ხელისუფლება. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, რომ ჩვენ გავისტუმროთ ეს დამნაშავე ხელისუფლება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აქციის დასასრულს რუსთაველის გამზირზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები