LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედების გეგმა გამოაცხადეს

275
75250987-421992561784655-6417024776262385664-n
“სირცხვილია” 25 ნოემბრისთვის მასშტაბურ აქციასა და პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს.

„ყოველ კვირაში აქ იქნება პიკეტი, სესია არ შედგება. სამშაბათს სესიაა, ორშაბათს სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი იქნება, შვიდ საათზე ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ვშვებოდით. ორშაბათს, შვიდ საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია და თუ დეპუტატებს, რომლებიც თავისი ბიზნესისთვის არიან იქ პარლამენტში, ფულისთვის ან უბრალოდ ეშინიათ შენი, თუ მათ მოუნდებათ იქ შესვლა, მაშინ ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინაშე, ჩვენ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით მოპროტესტე მოქალაქეები და მათთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც, ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი, ერთად ერთის წინააღდეგ, ჩვენ ყველა უნდა გაგვწიონ, როგორც გაგვწიეს, კიდე მოიყვანონ ის წყლის მანქანა, გამოიყვანონ ისევ პოლიციელები. ასეთ წნეხს იგი მთელ წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, მაშინ რა მოდელიც არ უნდა იყოს, იმ მოდელს წააგებს. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, – განაცხადა აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა.

როგორც დიღმელაშვილი ამბობს, მათ ოპოზიცია დაეხმარება. შეიქმნა საბჭო, სადაც ოპოზიციური პარტიების ერთობლივ შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოებიდან წარმომადგენელი დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები