LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციაში ერთმანეთს ვლანძღავთ და დალეწილი ვართ, ამ მოცემულობაში კალაძეს არ გაუჭირდება გამარჯვება: ალეკო ელისაშვილი

155
ელისაშვილიიიიი

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დანგრეული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ განაცხადა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები დაიწყო, რომ მაქსიმალური შედეგი დადებულიყო და “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალურად წაერთმიათ ხმები, შეთანხმებულიყვნენ საერთო ოპოზიციურ მერობის კანდიდატზე, სხვებს რევოლუცია მოუნდათ. ელისაშვილის განცხადებით, ისინი ერთმანეთს ლანძღავენ და ოპოზიცია დალეწილია.

“ამ მოცემულობით კალაძეს არ გაუჭირდება გამარჯვება”

როგორც ელისაშვილი აცხადებს, გამორიცხულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” წინასაარჩევნოდ რაიმეზე ლაპარაკი.

ჩვენ ჩვენი პარტიული გეგმები გვაქვს, – აცხადებს “მოქალაქეების” ლიდერი.

რაც შეეხება მოქმედი მერს, ელისაშვილი თვლის რომ მიუხედავად იმისა რომ ეს პერსპექტივა გულზე არ ეხატება, რადგან კალაეს სელფის ჯოხით სიარულის მეტი ოთხი წელი არაფერი უკეთებია, გამარჯვება მაინც არ გაუჭირდება.

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის პოზიტიურ მხარესაც აფასებს. მისი თქმით ერთადერთი, რაც კალაძემ გააკეთა ავტობუსები იყიდა.

“არ ვიცი, 43%-ს აიღებს თუ არ აიღებს, ეს ახლა მარჩიელობაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, „ოცნებამ“ იცის, რა გააკეთოს და თავისი დღის წესრიგი აქვს, ოპოზიციამ კი საერთოდ არ იცის, ვინ რა გააკეთოს. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი პარტიული ხედვები და გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები