LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ბურთი მოდრიჩს: მესი და რონალდო არ მივიდნენ

1543858216_282679_1543874211_noticia_normal

პარიზში „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. საუკეთესოები სამ ნომინაციაში დასახელდნენ:

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი რაიმონ კოპას სახელობის პრიზი საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს ერგო.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ლიონის „ოლიმპიკის“ ფეხბურთელი, ნორვეგიელი ადა ჰეგერბერგი გახდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს გადაეცა.

ხორვატმა 753 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე 476 ხმით “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო მესამეზე “ატლეტიკოს” ფორვარდი ანტუან გრიზმანი (414 ხმა). სხვათა შორის, ფრანგმა თქვა, მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ლიგა მოვიგე და მეტი რაღა უნდა მექნაო.

პრიზს რომ მოდრიჩი მიიღებდა, მოსალოდნელი იყო, რადგან წინა დღეებში ამაზე ლამის ყველგან დაიწერა.

საინტერესოა, რომ მოდრიჩმა წელს კლუბსა და ნაკრებში სამად სამი გოლი გაიტანა, მასზე ნაკლები ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ ლევ იაშინს (1963 წელს) ჰქონდა გატანილი (0 გოლი), მაგრამ ის ხომ მეკარე იყო.

ცერემონიას ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო არ დაესწრნენ, რომლებიც განვლილ წლებში ამ პრიზის 5-5-ჯერ მფლობელები იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები