ნაომი ქემპბელი ამჯერად რომში იმყოფება, სადაც სპეციალურად ჩარფრინდა საყვარელი ბრენდის, „გუჩის“ 2020 წლის კოლექციის სანახავად. ჩვენება რომის კაპიტოლიუმის მუზეუმში გაიმართა და მას უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად ელტონ ჯონიც ესწრებოდა.

49 წლის ნაომი ქემპბელი ჩვენებაზე მარტო მივიდა. ის ბრწყინავდა ოქროსფერი ორნამენტებით გაფორმებულ ულამაზეს კაბაში, რომელიც ოქროსფერ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. კადრში მოხვდნენ ბრიტანული „ვოგის“ რედაქტორი, ედვარდ ენინფულიც, ასევე სირშა რონანი და სხვები.

 

მსგავსი თემები