LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილის პატიმრობა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

200
ადვოკატიი]

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის მეუღლემ და ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა საჩივარი უკვე დაარეგისტრირეს. მათ შუამდგომლობად ოქრუაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება დააყენეს.

ადვოკატების თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს.

საჩივრის გარდა, მათ ყველა ის მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც დაცვის მხარეს ოქრუაშვილის უდანაშაულობის დასაბუთების მიზნით აქვს მოპოვებული.

ოქრუაშვილის თანაპარტიელები თვლიან, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავება არა 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, არამედ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს და “რუსთავი 2”-ის წილებზე პრეტენზიის გამოთქმას უკავშირდება.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს

ადვოკატებთან ერთად საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კერძოდ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია და „ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ხატია დეკანოიძე.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

შეფარდებული პატიმრობის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები