LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც მოქალაქეებს სამართალდამცავების დასახიჩრებისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს

76
ასლან ვაშაყმაძე

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე, რომელიც პოლიციელებს დაჩეხვით ემუქრებოდა, დააკავეს.

ვაშაყმაძე ფოთში პოლიციელზე თავდასხმის გამო დააკავეს.

აღნიშნულთან დაკაშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია უწყების მიმართ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა და აღნიშნა, რომ მიმართვა აღელვებულმა ჩაწერა და რეალურად ყველანაირ ძალადობას ემიჯნებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები