LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

114
არჩევნები-..

მიმდინარე წლის ოქტომბერში დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.

შუალედური არჩევნების გამართვას “ქართული ოცნების” დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილება იწვევს, რომელიც პარლამენტის მანდატს ტოვებს და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გამართვით გამოწვეული მაოვლენების გამო, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ქუცნაშვილი დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები