LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა

114
koronakrizisi-w-h

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა, ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.1%-ს შეადგენს.

როგორც თოდრაძე განმარტავს, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა საფინანსო საქმიანობის გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია შემცირება ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

„ოქტომბერში საქონლის ექსპორტი შემცირდა 2.2%-ით, ხოლო იმპორტი 23.5%-ით. მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია 11%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 17%-ით. ოქტომბერში ქვეყანაში 4046 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 4.4%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე,“-აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები