LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში თბილისიდან ყაზახეთის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი შესრულდება

64
s

ოქტომბერში საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით 3 ფრენა შესრულდება. უფრო კონკრეტულად კი, SCAT Airlines აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებაზე რამდენიმე ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

როგორც საქართველოში SCAT Airlines-ის სავაჭრო აგენტ კომპანია

„ავიაქსელში” განმარტავენ, რეისები 15, 22 და 29 ოქტომბერს შესრულდება.

აღნიშნული ჩარტერული ფრენები იქნება გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ აქტაუ-თბილისის რეისზე მოემსახურება. ცნობისთვის, SCAT Airlines-ის ავიარეისებზე დაიშვებიან – ყაზახეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და აგრეთვე საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გააჩნიათ ყაზახეთის ქვეყნის ბინადრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები