თბილისის მერიის ორგანიზებით, ორობელიანის მოედანზე  კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება.

პირველი კონცერტი ჩატარდება 13 ივლისს, 20:00 საათზე.

იგი ეძღვნება პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს.

სპეციალურად ამ კონცერტისთვის დედაქალაქს ესტუმრა პოლონეთის ქ. ჟეშუვის ფილარმონიული ორკესტრი, რომელიც დაარსდა 1955 წელს. დღეს იგი 80-ზე მეტი მუსიკოსისგან შედგება და პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესი ფილარმონიული აუდიტორია ჰყავს.

კონცერტში მონაწილეობს პოლონელი მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკი, რომელიც ისეთი პრესტიჟული კონკურსების პრიზიორია, როგორიცაა ვენიავსკის და შიმანოვსკის საერთაშორისო კონკურსები.

კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და შესრულდება გამოჩენილი პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

პროექტის პარტნიორები არიან:

პოლონური ინსტიტუტი თბილისში

თბილისი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი

დასწრება თავისუფალია.