LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი არასრულწლოვანი ქურდობის ოთხ ფაქტზე ამხილეს

7B2D414B-5F9B-4E04-A430-36F61731C54A_w1023_r1_s

ორი არასრულწლოვანი ქურდობის ოთხ ფაქტზე ამხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, 2004 წელს და 2005 წელს დაბადებულმა არასრულწლოვნებმა 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ბატას” მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებული არიან, აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან “სტეიკ ჰაუსის” გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია “მაროსეს” და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტებში.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

“გამოძიება საცავში უკანო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით,“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები