LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი ბავშვი გვყავს და უსაფრთხოდ ჩამოვალო” – რას ამბობს მეუღლე ბიჭზე, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

688
BeFunky-collage (6)

საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან გადამხტარი მამაკაცის მეუღლე სუიციდის მცდელობას გამორიცხავს.

ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

“მას არანაირის ფსიქიკური და დაპრესიული აშლილობა არ აქვს. ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი… სასტუმროში უნდა ვნახოთ ჩანაწერები, რა და როგორ, აი, იმის მიხედვით შეიძლება დავიჯერო, მოიფიქრეს თვითმკვლელობის ვერსია”- სალომე ცანავა.

27 წლის მამაკაცის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ მისი ქმარი სასტუმროს მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.

კარანტინის ვადა 2 დღით შემცირდა - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

იზოლაციისა და კარანტინის წესებში ცვლილებები შედის.

“ამბობენ, რომ ოთახიდან გავიდა. ვთქვათ, თუ გავიდა, მაშინ კარანტინი რას ნიშნავს? ხომ უნდა იყოს ის პერსონალის მხრიდან კონტროლირებადი? თვითმკვლელობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ არც პრობლემას ჰქონდა, არც მიზეზი. მოდიოდა ძალიან კმაყოფილი, გახარებული. ჩამოვალ, გავივლი ამ კარანტინს, ისედაც ორი ბავშვი გვყავს და უსაფრთხოდ ჩამოვალო, ისედაც ამაზე პრეტენზია არ ჰქონია.

მიმაჩნია, რომ შეიძლება გავიდა, რაღაც წესი დაარღვია და შეიძლება, რომ პერსონალის მხრიდან რაღაც დაჭერის პერიოდში გაუსხლტა ხელიდან პერსონალს და რაღაც მოხდა. მე და ჩემ მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რაიმე ფსიქოლოგიურ პრობლემას გამოვრიცხავ,” – ამბობს დაშავებულის მეუღლე.

დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული.შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვოთმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოპულალურები