LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი დედოფალი“ – მარგო რობი და სირშა რონანი ახალი ფილმის პრემიერაზე (ფოტო)

margo

ლონდონში ახალი ფილმის „მარია, შოტლანდიის დედოფალის“ პრემიერა შედგა. ორი დედოფლის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერაზე მთავარი როლის შემსრულებლები სირშა რონანი და მარგო რობი ერთად გამოჩნდნენ. ფილმში მარიამ სტიუარტს „ოსკარის“ ნომინანტი 24 წლის სირშა რონანი, ხოლო დედოფალ ელიზაბეტს, 28 წლის მარგო რობი განასახიერებს.

ახალგაზრდა მსახიობებმა არჩევანი ღია ფერის საღამოს კაბებზე გააკეთეს. მარგო რობი ბრწყინავდა ამერიკული ბრენდის Rodarte-ის თეთრ კაბაში, რომელიც შავი კოპლებითა და წითელი ვარდებით იყო გაფორმებული. რაც შეეხება სირშა რონანს, ის „კაროლინა ჰერერას“ თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც შავი და წითელი დეტალებით იყო გამდიდრებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები