LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი დღის წინ ვაგზალზე გული წაუვიდა ქალბატონს…ამ ნაკადში გადასვლას ალბათ ტოჩინოშინი თუ შეძლებდა” – ალეკო ელისაშვილი

271
73272206-2470363766351190-8356071092997062656-n

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი საზოგადოებრივ ტრანსპორტში შექმნილ მდგომარეობას და კახა კალაძის განცხადებებს ეხმაურება. ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ საპროტესტო  აქცია-პერფომანსზე თქვა, რომ კალაძე “სიჯიუტეს” უნდა მოეშვას და აღიაროს, რომ “გაიხლართა უგუნურებასა და არაკომპეტენტურობაში”. 

ელისაშვილმა ცოტა ხნის წინ მეტროში მომხდარი შემთხვევა გაიხსენბა. 

კალაძის ქალაქი „ბედნიერი“ მგზავრებით

ადრე სულ არ იყო, მაგრამ ახლა მიჩვეულები ვართ და პრეტენზიაც ამიტომ გვაქვს ალბათ...

ორი დღის წინ გული წაუვიდა ვაგზლის გადასასვლელ გვირაბში ქალბატონს, ჩემს თვალწინ. ვერ მივეხმარე იმიტომ, რომ აქეთა ნაკადში ვიყავი. იქით ნაკადში გადასვლას, ალბათ, ტოჩინოშინი შეძლებდა, ან ჰაკუკო, ან ლევან გორგოძე. იქ იყო გადასვლა შეუძლებელი, ყოველგვარი უტრიტების გარეშე ვამბობ”, – აცხადებს ელისაშვილი.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო გეგმა საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ შეიმუშავა, როცა მერის არჩევნებში იყრიდა კენჭს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა მეტროსა და ავტობუსებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ქალაქის ვიცე-მერი კი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, არსებობს მიზეზები, თუ რატომ უნდა უხაროდეთ მოქალაქეებს ბევრი ხალხის დანახვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

წაიკითხეთ სტატია ამ თემაზე: “სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც ასე იყო” – ირაკლი ხმალაძე