LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი განსაკუთრებული თვე იქნება ალბათ დეკემბერი და იანვარი, როცა შეზღუდვები იმოქმედებს”

204
kulu

ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები, სავარაუდოდ, დეკემბერ–იანვარშიც იქნება.

ლიმონი და ნიორი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კორონავირუსსზე ზემოქმედების არანაირი უნარი არ გააჩნიათ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საუბარია შეზღუდვებზე, რომელსაც მინიმალური გავლენა ექნება ეკონომიკაზე და მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ გავლენა მოახდინოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„მსჯელობა იყო იმ საკითხებზე და იყო ღია ეს საუბარი, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი შესაძლო ღონისძიება, რომელიც მოახდენს ამ ეპიდემიის ძალიან დრამატულად მიმდინარე ტრაექტორიაზე ზეგავლენას და მთავარი საპირწონე გახლავთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე რომ წერტილოვან შეზღუდვებს მინიმალური გავლენა ჰქონდეთ ეკონომიკაზე და მაქსიმალური შესაძლებლობა მოგვცეს, რომ მოვახდინოთ გავლენა ეპიდემიის ტრაექტორიაზე.

რა თქმა უნდა ორი განსაკუთრებული თვე ეს იქნება ალბათ დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იქნება, მსჯელობა მიმდინარეობს. ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შეიძლება ამის შესახებ კონკრეტულად ხალხს გააცნოს, არის საკოორდინაციო საბჭო. მეტის თქმის უფლება მე სამწუხაროდ, არ მაქვს ,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები