LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს

1153
თეთნულდიიიიიიიიიიი

მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, ბელარუსის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ხოლო ერთი – დაშავებულია.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში  სამი ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შევიდა.

“შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა“ – აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

პოპულალურები