LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი კოპწია და ლამაზი ნიამორი გაგვიჩნდა – თბილისის ზოოპარკში მატებაა [ფოტო]

243
67455829-10157780737909575-6867071060357939200-o

თბილისის ზოოპარკში მატებაა – ცხოველთა სამყაროს ორი ნიამორი შეემატა.

როგორც თბილისის ზოოპარკის „ფეისბუქგვერდზე“ წერენ, ნიამორები მეზობელ ირმებს თავბრუს ახვევენ.

„ესეც ჩვენი მორიგი ახალშობილი!

თან მხოლოდ ერთი კი არაა, მეორეცაა. ზუსტად ასეთი.

❤️❤️ დიახ, დიახ, ორი კოპწია და ლამაზი ნიამორი გაგვიჩნდა.

რას აკეთებენ? დაახლოებით იგივეს, რასაც ეზოში გამოჟივჟივებული ბავშვები – დარბიან, დაძვრებიან კლდეებზე, თამაშობენ, ძიძგილაობენ და მეზობელ დარბაისელ ირმებს თავბრუს ახვევენ.

მერე, ამდენ ბავშვს შენახვა ხომ უნდა? რომ იციან-ხოლმე, ისე არ თქვათ ახლა – შენახვის თავი თუ არ ჰქონდათ, რაღას აჩენინებდნენო. დიახ, წელებზე ფეხს ვიდგამთ და ვამრავლებთ, რადგან ნიამორის კონსერვაციის პროგრამას ვახორციელებთ. ვამრავლებთ, რომ მოგვიანებით ბუნებაში დავაბრუნოთ და სახეობა გადაშენებას გადავარჩინოთ.

ასე რომ, თუ ნიამორების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, არ მოგერიდოთ და შემოწირულობისთვის ამ ვებგვერდს ესტუმრეთ: www.zoo.ge/donateforwildlifeconservation“- ნათქვამია ზოოპარკის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები