LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი ნაბიჯის” გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

405
a1558608130

გლდანში „ორი ნაბიჯის” გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი, 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე გლდანში მარკეტ ,,ორი ნაბიჯში” ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა.

პოლიციამ მ.მ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები