LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი სამართალდამცველის ანტალიაში დასასვენებლად წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – დიმიტრი ხუნდაძე

75
დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, 20-21 ივნისს, აქციის დაშლისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ხუნდაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 6 ადამიანი განაგრძნობს მკურნალობს.

„სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი. მათ შორის 3 განაგრძობს მკურანლობას რეგიონალურ ჰოსპიტალში. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილები არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მოიხსნა მართვის სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისათვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურანლობა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია.

რაც შეეხება ორი სამართალდამცველის ანტალიაში დასასვენებლად წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ხუნდაძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შსს-ს ორი წარმომადგენელი თურქეთში სამკურნალოდ წავიდა.

„გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც არის ასევე სიცრუე, ვინაიდან დაშავებულ ერთ სამართალდამცველს დაზიანებული აქვს შუბლის ძვალი და აღენიშნება ჰემატომა, რის გამოც მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში, ჩაუტარდება რიგით მესამე ოპერაცია. ხოლო მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, აჩიბადენის ჰოსპიტალში“, – გაანცხადა ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არ ჰყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად და სამართალდამცველებად, პოლიცილებად და პოლიტიკოსებად. მისი თქმით, მათთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები