LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი შარვალი არ მაპატიეს ამ ზამთარში და დახეულ ჯინსს ვინ შეარჩენდა – ვახო სანაია

381
51939116-823313628005133-6610651986549276672-n (2)

“ორი შარვალი არ მაპატიეს ამ ზამთარში და დახეულ ჯინსს ვინ შეარჩენდა”,-ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა. ის აღნიშნული პოსტით  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართვას გამოეხმაურა, რომელმაც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია გააკრიტიკა.

ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში, – უთხრა წულუკიანმა ლომჯარიას.

“ასეთ თანამშრომლებს ნუ გამომიგზავნით, რომელიც პატიმარს ორჯერ ადუღებინებს ყავას, მიირთმევს მის შოკოლადს და დახეული შარვალი აცვია” – თეა წულუკიანი სახალხო დამცველს (ვიდეო)

რაც შეეხება ვახო სანაიას პოსტს ორ შარვალთან დაკავშირებით, როგორც ჟურნალისტმა ფეისბუქში დაწერა,  დილით თავს იმდენად შეუძლოდ გრძნობდა, რომ პიჟამოზე ზემოდან შარვალი ჩაიცვა და სამსახურში წავიდა.

,,ორი შარვალი” ,,ორი შარვალი”… მოიმარჯვეს ტელეფონები, არსებობს მტკიცებულებებიც – ვახო სანაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები