LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი თვის შემდეგ, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გადადების შემთხვევა დაფიქსირდა – პაციენტი “სამხრეთ აფრიკული” შტამით არის ინფიცირებული

72
FORTUNA.GE- (8)

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გადადების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილი შემთხვევის ვარიანტიც ახალია – ე.წ “სამხრეთ აფრიკული შტამი”.

ინფორმაცია ახალი შემთხვევის აღმოჩენის შესახებ, დღეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კრის ჰიპკინსმა დაადასტურა და განაცხადა, რომ დაავადებულ 56 წლის ქალბატონს მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ის ევროპიდან დაბრუნდა და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა. იზოლაციის ბოლო დღეებში კი ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოეკვეთა. მასთან ერთად მყოფმა მეორე ქალბატონმა რამდენიმე დღით ადრე დატოვა საკარანტინე სივრცე, თუმცა მასთან მყოფ კონტაქტში პირებს ვისური არ დაუდასტურდათ.

წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყანა მსოფლიოსთვის მაგალითად იქცა – ახალმა ზელანდიამ შეძლო, გაეწყვიტა ვირუსის გავრცელების ჯაჭვი. სახელმწიფომ 5 მილიონი მოსახლით, სულ აღრიცხა ინფიცირების 2 288 ფაქტი და 25 ლეტალური შემთხვევა.

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას წესების დაცვისთვის მადლობა გადაუხა და განაცხადა, რომ შექმნეს დამცავი ფარი, რომლის შედეგადაც კორონავირუსი დაამარცხეს.

ახალი ზელანდია აცხადებს, რომ კორონავირუსი დაამარცხა

რაც შეეხება ახალ შტამს, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, კოვიდ-19-ის ე.წ. “სამხრეთ აფრიკულ ვარიანტზე”

ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ მას მივყავართ დაავადების უფრო მძიმე ფორმამდე ან გამოირჩევა სიკვდილიანობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები