LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს… ვერაფრით ვერ ვმალავ შიშს” – ვიკა ბუკია

1895
pjimage (5)

“ტვ პირველის” ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი და მისი ასევე ინფიცირებული მეუღლის, ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

“ვინც წერს, რომ ეს ყველაფერი მოვიგონე ბოტები და ტროლები არიან. ეს ხალხი აღმოვაჩინე თეონა ცხომელიძესთანაც, იგივე მესიჯ-ბოქსით” – ვიკა ბუკია

“ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს. და ხანდახსნ 39 მაქვს სიცხე. მაფრთხილებდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ამ რეალობის მიღება.
პანიკას მაინც არ ავყვები. თავიდან, პროტესტი მქონდა და უმწეობის განცდა. გამოვრთე ტელეფონი და გავითიშე. ყველაფერმა გამაღიზიანა უცებ. მაგრამ მერე ფიქრს იწყებ სხვებზე. რა დააშავეს ჩემი ოჯახის წევრებმა და იმათმა, ვისაც ცოტა მაინც ვეხმარები. ვიწყებ სიცხესთან ბრძოლას და აქ კაკუნს ერთდროულად. სიგიჟეა.
ვერაფრით ვერ ვმალავ შიშს. 39 რომ ვუყურებ თერმომეტრზე. და თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ამ სიგრძე გოგოს ვერაფრით ვერ დამაგდებდა ეს ვირუსი. შეიძლება მშობიარობის მერე ვერ მოვასწარი იმუნიტეტის აღდგენა და მიზეზიც ესაა. იმედი მაქვს ეს ჩემი პიკია და წავალ უკეთესობისკენ.
ლევანსაც ანთება აქვს, მაგრამ სიცხე უფრო დაბალი. ფრთხილად ვახველებ, თითქოს მეშინია ვინმე არ გავაღვიძო. ეს ჩემი პირველი ფილტვების ანთებაა. მახსოვს, ბებიაჩემს ქონდა ანთება. პატარა ვიყავი მაშინ. 80-ს გადაცილებული იყო და ყურს რომ ვადებდი მის მკერდს მესმოდა ბამბის ნაყინის ხრაშუნის ხმა. ბებიამ მაგის მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა. მამასაც ქონდა. მამას დიაბეტი აქვს და ღვიძლზე მკურნალობს სერიოზულად. ჰოდა, ჰქონდა და გადაიტანა. ირინასაც ქონდა ონაშვილს, სკოლაში რომ ვსწავლობდით. როცა ადგა იმსიგრძე იყო ყველას მოგვინდა ანთება. ჩავთვალე ანთების ბრალი იყო 2 მეტრიანი რომ გაიზარდა და არა უშველებელი მამამისის გამო.ამიტომ ვისაც ახლა მოხუცები, ქრონიკულები, ბავშვები გყავთ ინფიცირებული, ძალიან ნუ დაზაფრებით და ნუ ეძახით კორონას “სასიკვდილო ვირუსს”.
რა კარგად თქვა აქ ჩემმა ერთმა ფრენდმა: ეს არის არაჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებად.

 

https://www.facebook.com/vbukia22/posts/10220760761982026

ვიკა ბუკია მეუღლესთან, პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

კორონამ სიურპრიზი მოგვიწყო: გუშინ ღამე ლევანს შეამცივნა და 39 სიცხე მისცა – ვიკა ბუკია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები