LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორივე მხრიდან არის ნება, რომ დავით გარეჯის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ისე: ზალკალიანი

56
zalkaliani

ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და დროული – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს.

დავით ზალკალიანის განამრტებით, პანდემიამ დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა შეაფერხა, თუმცა ორივე მხრიდან არის მზაობა, რომ კომისიის მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს.

ზალკალიანი დარმწუნებულია, რომ პრემიერის ვიზიტის შედეგად, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს შეიძენს.

დიალოგი დაჩქარდება და გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება: ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

„ვისაუბრეთ რა თქმა უნდა, ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია – დელიმიტაციის საკითხთან. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ორივე მხრიდან არის მზაობა, ნება, რომ საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას; ისე როგორც შეეფერება ჩვენს ინტერესებს, ისე რომ არ დაზიანდეს არც ქართული მხარის , არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი. ამის თქმის საფუძველს, რომ ეს მართლაც ასე იქნება, მაძლევს სწორედ დღეს გამართული შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საკითხი უსწრაფესად უნდა მოგვარდეს და ამისთვის მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა.

ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რა თქმა უნდა ამაზე საუბარი გვქონდა. პანდემიამ დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა შეაფერხა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს და იმ პრობლემურ თემებზე, რომელიც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იყოს მიღებული, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები, როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული მხარისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

პოპულალურები