LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორლანდო ბლუმი და კეტი პერი პაპარაცების ობიექტივში კვლავ ერთად მოხვდნენ

90

მსოფლიო მედია კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის ფოტოებით აჭრელდა. ყოფილი შეყავრებულები ედ შირანის კონცერტზე იყვნენ. თვითმხილველების თქმით, მათი ქცევა მიანიშნებდა იმაზე, რომ წყვილმა ურთიერთობა აღადგინა.

კონცერტის შემდეგ, კეტი და ორლანდო მოტოციკლით გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. გამოსვლის წინ, მათ თავზე შლემი დაიხურეს და შეეცადნენ, პაპარაცების ობიექტივში არ მოხვედრილიყვნენ, თუმცა, ამაოდ.

შეგახსენებთ, რომ ორლანდოსა და პერის რომანი მიმდინარე წლის გაზაფხულზე ყოველგვარი სკანდალების გარეშე დასრულდა. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მათ გადაწყვიტეს, ურთიერთობას მეორე შანსი მისცენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები