LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორლანდო ბლუმი და კეტი პერი შეყვარებულების რანგში პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

447

მონტე-კარლოში ოკეანის დაცვის დღისადმი მიძღვნილი გალა-ვახშამი გაიმართა, რომელიც მონაკოს მეფისა და დედოფლის ეგიდით ჩატარდა. ალბერტ მეორემ და დედოფალმა შარლენმა სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ საღამოზე უმასპინძლეს. უამრავ ცნობილ სახეს შორის ვახშამზე პირველად ერთად გამოჩნდნენ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი. ესაა წყვილის პირველი საჯარო გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ბლუმი და პერი დიდი ხანია ერთად არიან, წითელ ხალიჩაზე მათ ცალცალკე ვხედავდით.

ამ დღეს კეტი პერიმ არჩევანი „ტომ ფორდის“ ვარდისფერ კაბაზე გააკეთა. ის და ორლანდო ბლუმი ფოტოგრაფებთან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. წყვილი საჯაროდ ურთიერთობის აფიშირებასაც არ ერიდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები