LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორლანდო ბლუმმა აღიარა, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებებზე კეიტ ბლანშეტი შეუყვარდა (ვიდეო)

135

ჯეიმს კორდენის შოუს მსვლელობისას ორლანდო ბლუმი კეიტ ბლანშეტს სიყვარულში გამოუტყდა. მსახიობმა აღიარა, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებების დროს, მას უგონოდ შეუყვარდა ჰოლივუდის ლამაზმანი.

„სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი.  სიგიჟემდე შემიყვარდი“, – განუცხადა ბლუმმა კეიტს.

49 წლის მსახიობმა ეს აღიარება ხუმრობად ჩათვალა და ბლუმს უპასუხა, რომ ეს არა თავად, არამედ მისი პერსონაჟი იყო. „არა, ეს მე ვიყავი“, – ამტკიცებდა ორლანდო.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ერთმანეთი აღნიშნული ფილმის გადაღებებზე 2001 წელს გაიცნეს.

(ფოტო/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები