LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმაგი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი პირდაპირ ეთერში კატის ფილტრით გავიდა

454
9820bf90-abc9-11e9-9d5d-39f7a268ff3e

კანადის პოლიციამ “ფეისბუქ ლაივის” მაყურებლების რეკორდი მოხსნა მას შემდეგ, რაც პრესკონფერენციის დროს, კატის ფილტრი გააქტიურდა. პოლიციელს, რომელიც ორმაგი მკლელობის თემაზე ბრიფინგს ატარებდა, კატის ყურები და ცხვირი მთელი ღონისძიების განმავლობაში ამშვენებდა.

ვიდეოს სურათი “ტვიტერზე” ნეიშენალ პოსტის ჟურნალისტმა ტაილერ დავსონმა გაავრცელა.

ვიდეოში კანადელი პოლიციელი ჯელინ შოიტი ლუკას რობერტსონ ფლოლერის და ჩინნა ნოელ დეესის ორმაგი მკვლელობის საქმეზე საუბრობდა. ავსტრალიელი მამაკაცი და ამერიკელი ქალბატონი გასულ კვირას კანადაში მოკლეს.

ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ტვიტი, ზოგს ფოტომონტაჟი ეგონა, თუმცა სქრინს პოლიციის დეპარტამენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პირდაპირი ეთერის დროს, კატის ფილტრი ჩაირთო და უხერხულობა შეიქმნა. ბოლოს ასეთი ინციდენტი გასულ თვეს მოხდა: პაკისტანის რეგიონალურ მინისტრს შაუკათ იუსაფზაის პრესკონფერენცია ჰქონდა რა დროსაც შემთხვევით ფილტრი გააქტიურდა და ყველა ადამიანის სახეს, რომელიც კადრში გამოჩნდებოდა, კატის ყურები და ცხვირიც “აჯდებოდა”. ეს ადამიანური შეცდომა, სოციალურ ქსელებში კარგი სახუმარო თემა ხდება ხოლმე და ვირუსულად ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები