LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის ალტერნატივაა” – ხაზარაძემ პარტია დააფუძნა

426
80053247-162667378434736-5501889909750759424-o

“ლელო საქართველოსთვის” – ეს იქნება იმ პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, რომელიც აქამდე არსებული საზოგადოებრივი მოძრაობის უკვე მოქმედ და ახალ წევრებსაც გააერთიანებს.

როგორც ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, “ლელო საქართველოსთვის” ქართული საზოგადეობის გამაერთიანებელი ძალა იქნება.

“მმართველმა ძალამ სრულად გადაიბარა წინა ხელისუფლების ყველა ის მანკიერება, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგითაც მოვიდა. უკვე წლებია, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ “ლელო” არის ამის ალტერნატივა, სწორედ “ლელო” გახდება ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იქნება. დამფუძნებელ ყრილობაზე დაკომპლექტდება პოლიტიკური საბჭო და აირჩევენ რეგიონული ორგანიზაციების სულ 73 ხელმძღვანელს.

პარტიის დამფუძნებლებად მოიაზრებიან   „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრებიც.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრების განცხადებით,  მათი მიზანი  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის დაკომპლექტებაა.რაც შეეხება პარტია „ახალი მემარჯვენეებს”, ის  არსებობას წყვეტს, მისი ლიდერები კი ხაზარაძის პარტიაში წევრიანდებიან.

ვინც ბოლო 9 + 8 წლის ისტორიით დაიღალა - "შენების მოძრაობა","ლელო" და "ახალი მემარჯვენეები" ალიანსს ქმნიან

"სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელი დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას. ეს მითი და მისი პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს"

ყრილობაზე შეკრებილებს პარტიის წესდება და პარტიის ლოგო წარუდგინეს. დღესვე  დელეგატები ნდობას გამოუცხადებენ მმართველი ორგანოს – პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს.

ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი – როგორ აფასებენ ხაზარაძის “ლელოს”

https://www.facebook.com/LeloForGeorgia/videos/2352380548317668/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები