LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულებს სამედიცინო გამოკვლევებისთვის საჭირო დრო გაცდენილად არ ჩაეთვლებათ

57

ორსულებს არამარტო მშობიარობისას გაცდენილი საათები, არამედ სამედიცინო გამოკვლევებისთვის საჭირო დროც საპატიოდ ჩაეთვლებათ და აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილება ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ შრომის შესახებ კანონში აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდეს. ცვლილებების მიხედვით, ორსულებს გამოკვლევებისთვის საჭირო დრო დამსაქმებლის მხრიდან აუნაზღაურდებათ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის უფლებებთან, დისკრიმინაციასთან მიმართებით ჩვენი საკანონმდებლო ნორმების ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც გვქონდა აღებული ევროინტეგრაციის ვალდებულებით და დღის წესრიგით. იმ ნორმებთან ერთად, რომელიც შემოგვთავაზა სამინისტრომ, ჩვენ შევახსენეთ, რომ ასევე აუცილებელია რამდენიმე სხვა რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანა. მათ შორის, იყო საუბარი ინიციატივაზე, რომელიც შარშან განვიხილეთ. საუბარია ორგანიზაციის „ევროპის დროით“ ინიციატივაზე, რომ ორსულებს აუნაზღაურდეთ არამარტო სამედიცინო დახმარების მიღების დროს გაცდენილი პერიოდი, არამედ სამედიცინო გამოკვლევების დროს დახარჯულიც. ამ შემთხვევაში, ორსულებს არ უნაზღაურდებოდათ. ორსულებს სჭირდებათ გამოკვლევები. ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, გაათავისუფლოს ორსული და გაუშვას სამედიცინო გამოკვლევებზე. ამაზე ითქვა, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები გვქონდეს. ეს პაკეტი მარტში შემოვა პარლამენტში და ჩვენ რეკომენდაციასაც ჩავწერთ“, – განმარტა აკაკი ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები