LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორსული ქალბატონი წამალს ითხოვდა და წყალი არ მისცეს, ცხოველს არ მოექცევიან, როგორც ქართველებს ექცეოდნენ”

1026
41469822_1871229179611758_7710805402698383360_n

სქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე ისრაელში საქართველოს საკონსულოს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ისრაელის ციხეში ქართველი ქალები საქართველოს საკონსულოსგან შველას ამაოდ ითხოვენ.

„ეს წუთია დავბრუნდი ისრაელიდან,საიდან დავიწყო და რავთქვა ,ცხოველს არ მოექცევიან როგორც ქართველებს ექცეოდნენ,ისრაელში საქართველოს საკონსულო არის უნამუსო უსინდისო და არა ადამიანები 3 დღე გაგვაჩერეს არა წყალი არა საჭმელი არა ადამიანური მოპყრობა .ქართველი ქალები რომლებიც ციხეებში სხედან პატრონი არ ყავთ ,ორსული ქალბატონი იყო ჩვენთანერთად წამალს ითხოვდა კინაღამ მუცელი მოეშალა წამალი და წყალი არ მისცეს ,მათი მხრიდან ყვირილი შეურაწყოფა არადამიანური დამოკიდებულება ,უკავშირდებოდი საქართველოს საკონსულოს და არანაირი რეაგირება უყურადღებობა მათი მხრიდან ,იქ დარჩენ ციხებში და საბაჟოზე ქართველი ქალები რომლებიც 1 თვეა და მეტიაელოდებიან გამოფრენას და ყურადღებას არ აქცევენ შველას ითხოვენ და პატრონი არ ყავთ ,ამ ქვეყანაში არის ვინმე ვინც თავის მოქალაქეების ბედი ადარდებთ ?15 ქართველი ვიყავით და ერთი სკამი მოგვცეს მორიგეობით რომ დავმჯდარიყავით ,ესა ისრაელი და მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართ .საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენ ხართ უყურადღებო და უპასუხისმგებლო ადამიანების თავშეყრის ადგილი,იმათ მაინც დაეხმარეთ იქ ვინც დარჩნენ”- წერს სქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე.

https://www.facebook.com/tornike.mchedlidze.9/posts/2227768643957808

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები