LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთაჭალაში 20 წლამდე ახალგაზრდა მოკლული იპოვეს

69

ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული ნახეს. დავით ტორიაშვილის ცხედარს სამართლდამცველებმა ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს. 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.

ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრა, 10 დღის წინ დაიკარგა. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები