LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარები“ დისტანციურად არ ჩატარდება – დაჯილდოვების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება

125
oscars2021

ამერიკის კინოაკადემიამ 2021 წლის „ოსკარებისთვის“ მზადება უკვე დაიწყო. ტრადიციულად დაჯილდოვების ცერემონია თებერვალში იმართება, თუმცა პანდემიის გამო, წელს თარიღმა ორი თვით გადაიწია.

გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ წელს „ოსკარების“ ცერემონია 25 აპრილს ჩატარდება. აქვე ცნობილი ხდება, რომ ეს იქნება ტრადიციული საღამო დოლბის კინოთეატრში, რომელსაც ყველა ნომინანტი დაესწრება.

უცნობია, შეიზღუდება თუ არა დამსწრე ადამიანების რიცხვი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ შესაძლოა, ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარებულიყი, თუმცა კინოაკადემიამ ეს გადაწვეტილება არ მიიღო.

აქვე ცნობილია, რომ კინოაკადემია ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს, როგორი უნდა იყოს წელს დაჯილდოვების ცერემონია. დოლბის კინოთეატრი 3400 ადამიანს იტევს, ამიტომ ჯერ უცნობია, სრულად შეივსება თუ არა დარბაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები