LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოსკარი” ახალ შეზღუდვებს აანონსებს – რა შემთხვევაში ვერ მიიღებს ფილმი ოქროს ქანდაკებას

342
oscarmovies9920

ამერიკის კინოაკადემიამ წელს „ოსკარის“ მიღების კრიტერიუმები შეცვალა. აკადემიამ მკაცრად განსაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც ფილმი მთავარ ნომინაციაში „ოსკარის“ მიღებას შეძლებს.  წესებს ოთხი, მთავრი მოთხოვნა დაემატა. ამ მოთხოვნის მიხედვით, წარდგენილი ფილმის მთავარი ან მეორეხარისხოვანი გმირი უდნა იყოს: აფროამერიკელი, აზიური წარმოშობის, ლათინოამერიკული წარმოშობის, ალიასკის ძველი მოსახლე ან ახლოაღმოსავლურ-ჩრდილოაფრიკული წარმოშობის, ასევე სხვა რასების და მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი.

ასევე, სრული სამსახიობი შემადგენლობის 30% უნდა იყვნენ ქალები, LGBT პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

თუ ამ კრიტერიუმებიდან  კინოსურათი ორს მაინც ვერ დააკმაყოფილებს, ის „ოსკარსაც“ ვერ მიიღებს.

ცვლილებები აკადემიის წესდებაში 2024 წლიდან შედის და ის ყველა აკადემიის წევრს ეგზავნება. კინოაკადემიის პრეზიდენტი დევიდ რუბინი ამბობს, რომ „ოსკარების“ მთავარი მისია, ადამიანების ცხოვრებაზე გავლენის მოხდენაა. ეს იქნება კატალიზატორი უმცირესობებისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს მათ ცხოვრებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები