LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკაროსანმა“ კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ თბილისის თანამედროვე ბალეტის ახალი დადგმისთვის მუსიკა დაწერა

88
dariomarioneli

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი” წარმოგიდგენთ სპექტაკლს სახელწოდებით „ბეატრიჩე”. ეს გახლავთ თანამედროვე ბალეტი-ხილვა, რომლის მსოფლიო პრემიერაც შედგება.

დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე გახლავთ, ხოლო ამ წარმოდგენისთვის მუსიკა შექმნა „ოსკარის“  და „ოქროს გლობუსის“ მფლობელმა კომპოზიტორმა, დარიო მარიანელიმ, რომელიც კინომოყვარულებს ჯო რაიტთან საინტერესო თანამშრომლობით ახსოვთ. სწორედ მარიანელის შექმნილია მუსიკა კინოფილმისთვის „მონანიება“, რისთვისაც მოგვიანებით კომპოზიტორმა კინოაკადემიის და სხვა პრესტიჟული ჯილდოები დაიმსახურა.

იდეისა და კონცეფციის ავტორი დავით მაზიაშვილი გახლავთ, კოსტიუმები ქორეოგრაფიული დადგმისთვის კი ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, თამუნა ინგოროყვამ შექმნა. ვიზუალური ინსტალაციის ავტორები არიან კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.

მონაწილეობენ:

ბეატრიჩე – მარიამ დარჩია

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“

დადგმას რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები