LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი მსხვილი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

142
shss

შსს–მ ნარკორეალიზატორები დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები.

სპეცოპერაცია სოფელ ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ჩატარდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. დაკავებულები არიან 1983, 1993, 1990 და 1975 წლებში დაბადებული პირები. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8–დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალსიწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვდასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების საკონტროლი შესყიდვა და ფარული აუდიო–ვიდეო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა–შენხვის და გასაღების ფაქტზე 260–ე მუხლის მე–6 ნაწილით მიმდინარეობს,”– აცხადებენ შსს–ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები