LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი შემთხვევა, როდესაც ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ არ უნდა გაიკეთოთ – ბიძინა კულუმბეგოვი გირჩევთ

1353
bidzinakulumbegovi426

ცნობილი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ შესახებ, რომელზე რეგისტრაციაც გუშინ დაიწყო საქართველოს მასშტაბით და მისი გაკეთების სურვილი ერთ დღეში 6000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. ჯერჯერობით, ოფიციალური ავტორიზაცია ჩინურ ვაქცინას არ მიუღია.

გთავაზობთ ბიძინა კულუმბეგოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად:

„ინფორმაცია „სინოფარმის“ ვაქცინის შესახებ:

?  სრული სახელი: COVID-19 ვაქცინა (Vero უჯრედი), ინაქტივირებული

?  იგი დამზადებულია SARS-CoV-2-ის 19nCoV-CDC-Tan-HB02 შტამისგან, რომელიც ინერგება Vero უჯრედებზე კულტივირების, ვირუსის შეგროვების, ბეტა-პროპიოლაქტონის ინაქტივაციის, კონცენტრაციისა და გასუფთავების მიზნით, შემდეგ შეიწოვება ალუმინის ჰიდროქსიდის  ადიუვანტის  საშუალებით და ქმნის თხევად ვაქცინას.

ვაქცინა არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და კონსერვანტებს!!!

? გამოიყენება  18 წლის და ზედა ასაკის პირებში.

? აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს 21-28 დღეს. ვაქცინის ერთი დოზაა (0,5 მლ).  აცრა კეთდება  ინტრამუსკულარულად მხრის ზედა ნაწილში.

? უკუჩვენებები:

– პირები, რომლებიც ალერგიული არიან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

– პირები, რომლებსაც წარსულში აღენიშნათ ვაქცინების მიმართ ალერგიული რეაქციები (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, დისპნეა და ა.შ.).

– პირები უკონტროლო ეპილეფსიით ან სხვა პროგრესული ნერვული სისტემის დაავადებებით და ანამნეზში გიენ-ბარეს სინდრომით.

– ორსული და მეძუძური ქალები.

აი-ცერი ?  და იყავი დაცული!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები