LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

dakaveba-3

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. გამოძიება დაწყებულია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. გარდაცვლილი მცირეწლოვანის მშობლები დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა როგორც დედა, ასევე ბავშვის მამინაცვალი.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვს სახლში სისტემატურად სცემდნენ და ერთხელ ის ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა. მათივე თქმით, პოლიცია ინფორმირებული იყო.

ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, გარდაცვლილის მშობლები ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები