LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხმა ქალმა პილოტმა ოკეანე გადაკვეთა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ისტორიული რეისი

124
4woman201

ინდოელ პილოტთაგან შემდგარმა გუნდმა ისტორიული რეისი შეასრულა, მათ წყნარი ოკეანე ერთი პირდაპირი ფრენით გადალახეს. ყველაზე გრძელი პირდაპირი რეისი ინდოეთის ნაციონალურმა ავიახაზებმა შეასრულა.

„ჩვენ ვართ ინდოეთის შვილები, რომლებსაც მოგვეცა საშუალება, რომ ისტორიული რეისი შეგვესრულებინა“ – უთხრა CNN-ს ხომალდის კაპიტანმა ზოია აგარვალმა.

„ვერც კი გადმოვცემ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ ამ გუნდის ნაწილად ყოფნით. ამ ფრენისთვის თითქმის ერთი წელი ვემზადებოდი. ამ რეისით ჩვენ შანსი მოგვეცა დამგვემტკიცებინა, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია.“ – დაამატა მეორე პილოტმა ტანმეი პაპაგარიმ.

პილოტებს ორი პირველი ოფიცერი, კაპიტანი აკანშა სონავეი და კაპიტანი შივანი მანჰასი ეხმარეოდნენ.

ინდოეთის ავიახაზების რეისი Boeing 777–ით სან–ფრანცისკოდან 11 იანვარს აფრინდა და სამხრეთ ინდოეთში, ბენგალურუში დაჯდა. მთლიანობაში მან 14 ათასი კილომეტრი დაფარა. უწყვეტი ფრენა 17 საათი გრძელდებოდა.

ეს იყო პირველი რეისი, რომელმაც სამხრეთ ინდოეთი აშშ–ს პირდაპირ დაუკავშირა და მის დაგეგმვას სპეციალისტებმა მართლაც დიდი დრო მოანდომეს.

„იმის გამო რომ ჩრილოეთ პოლუსისთვის უნდა გადაგვეფრინა, უამრავი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი. ამინდი, მზის რადიაცია და ახლო მდებარე აეროპორტების მზაობა, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენი მიღება რომ შესძლებოდათ“

საბედნიეროდ, ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა და ინდოელი ქალბატონების მიღწევა მსოფლიო რეკორდთა სიაში ჩაიწერა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები