LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Oxford-ის უნივერსიტეტის რეიტინგში საქართველო მე-10 საპატიო ადგილს იკავებს COVID-19-ის საპასუხო მოქმედებების ეფექტიანობის მიხედვით – ცერცვაძე

116
BeFunky-collage

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე მომზადებული მონაცემების თანახმად, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია.

“საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი აღიარება. ინგლისის Oxford-ის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.

შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია.” – წერს თენგიზ ცერცვაძე “ფეისბუკზე”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები