LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის და ლანჩხუთის სოფლებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

92
ლანჩხუთი

მესამე დღეა, რაც გურიის რეგიონში შეუჩერებლად თოვს. უხვმა ნალექმა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.

ამ დროისთვის, ოზურგეთის ოთხ სოფელს: ნატანებს, შრომას, თხინვალსა და კონჭკათს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ნაწილობრივ გათიშულია ასევე, ბაილეთში, სილაურსა და ჯუმათში. ოზურგეთის მერიის განცხადებით, ელექტრომომარაგება ყველა სოფელში დღის ბოლომდე აღდგება.

ასევე, მოძრაობა პრობლემურია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა გზებზე, სადაც ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს. ცენტრალურ ტერიტორიებზე კი, რეგიონის მასშტაბით საავტომობილო გზა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები